Belive

12 სპორტსმენით მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია!

7 თვის წინ სხვა
1 წთ

19-23 მაისს, არაბთა გაერთიანებული საამიროები, კერძოდ კი დედაქალაქი აბუ დაბი, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.

ლაშა გუჯეჯიანმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა, საიდანაც ირკვევა, რომ ქართველები მსოფლიოს პირველობაზე 12 სპორტსმენით იასპარეზებენ.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე არ იასპარეზებენ ლაშა ბექაური და ილია სულამანიძე, მეტიც, 100 კგ წონით კატეგორიაში წარმომადგენელი საერთოდ არ გვეყოლება.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე დებიუტი ექნებათ დიმიტრი გოჩილაიძესა და გიორგი ჯაბნიაშვილს.

შემადგენლობა

60 კგ - გიორგი სარდალაშვილი

66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი

73 კგ - ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი

81 კგ - ტატო გრიგალაშვილი, დიმიტრი გოჩილაიძე

90 კგ - გიორგი ჯაბნიაშვილი

+100 კგ - გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი

57 კგ - ნინო ლოლაძე

63 კგ - ეთერ ასკილაშვილი

+78 კგ - სოფიო სომხიშვილი.

სხვა სტატიები