Belive

"საქართველოს დებიუტი მთავარ ტურნირზე არავის დაავიწყდება" - Eurosport

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრები სადებიუტო ევრო 2024-ის პირველ დაპირისპირებაში თურქეთის ეროვნულ ნაკრებთან მძიმე, დაძაბულ და დრამატულ ბრძოლაში 3:1 დამარცხდა.

უცხოური მედია საქართველოს ნაკრების ასპარეზობას გამოეხმაურა და ისინი ჯვაროსნების დებიუტზე ძალიან დადებითად საუბრობენ:

ჯერ კიდევ არის ჯგუფში ჩასატარებელი თამაშები. საქართველოს ნაკრებს შანსი ექნება, კიდევ ერთხელ სცადოს და შთაბეჭდილება მოახდინოს ჩეხეთის წინააღმდეგ. რთულია იმის პროგნოზირება თუ ვინ გავა ამ ჯგუფიდან.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე დებიუტი აქვს, მატჩის შემდეგ სულ თურქეთზე ისაუბრებენ, მაგრამ საქართველოს შეუძლია იამაყოს მისთვის ევროს ისტორიაში პირველი მატჩით.

ანგარიშში ჩამორჩენის შემდეგ, მათ სიმტკიცე გამოიჩინეს, იმის მიუხედავად, რომ ისინი მეორე ტაიმში აგებდნენ, მაინც ცდილობდნენ გზის პოვნას, რომ თამაშში დაბრუნებულიყვნენ და დამატებული დროის ბოლო წამებზე ბევრი შანსი შექმნეს, რომ ანგარიში გაეთანაბრებინათ. - The Sun
საქართველომ გიორგი ქოჩორაშვილის და გიორგი მიქაუტაძის ძალიან კარგი თამაშით გაათანაბრა, ევროპის ჩემპიონატს არაჩვეულებრივი დებიუტანტი ჰყავს. საქართველომ მეტოქეს მატჩის მიწურულს დიდი ძალებით შეუტია და ამან თურქეთის საჯარიმოში აურზაური გამოიწვია, იყო ზეწოლა და მათ ხელიდან ბევრი შანსიც გაუშვეს, ძელს გაარტყეს და თურქებმა ბურთი საჯარიმოს ხაზიდანაც გამოიტანეს. - Dailymail
საქართველომ როდესაც პირველი გოლი გაუშვა, თურქეთისთვის აუცილებლად უნდა გაეცა პასუხი, მათ ეს მიქაუტაძის სადებიუტო გოლით მოახერხეს. საქართველოს ეროვნული ნაკრები არ თმობდა ბრძოლას და მატჩის მიწურულსაც რამდენიმე შანსი ხელიდან გაუშვეს.

საქართველოს დებიუტი მთავარ ტურნირზე არავის დაავიწყდება. მათ დამარცხების მიუხედავად მატჩში ბევრი შესანიშნავი მოქმედება აჩვენეს. - Eurosport

ევროპის ჩემპიონატის მეორე მატჩს საქართველოს ნაკრები 22 ივნისს, ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ ჰამბურგში გამართავს.

სხვა სტატიები