"ქოჩორაშვილი ნაკრებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია" - ესპანური გამოცემა
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი ნაკრებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფეხბურთელად იქცა, რომელმაც ძირითად შემადგენლობაშიც დაიმკვიდრა თავი, ევრო 2024-ის ორ შეხვედრაში მან შეუცვლელად ითამაშა, სადებიუტო მატჩში, თურქეთის ნაკრებთან კი საგოლე გადაცემაც მიითვალა.
24 წლის ქართველ ფეხბურთელზე ესპანური გამოცემა Diario As, წერს:
გიორგი ქოჩორაშვილი ნაკრებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, რომელმაც კიდევ ერთი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა ჩეხეთის წინააღმდეგ (1:1). იმის მიუხედავად, რომ გუნდმა ფრე ითამაშა, ქოჩორაშვილმა მოედნის ცენტრში ძალიან კარგად ითამაშა. "ლევანტეს" ფეხბურთელმა ყველაზე მეტი გადაცემა გააკეთა - 44, მათგან 11 მოედნის მესამედში იყო, სადაც მატჩის ბედი წყდება. გარდა ამისა მან ბურთი 11-ჯერ ჩაჭრა, ხოლო 3-ჯერ დრიბლინგი წარმატებით შეასრულა. უნდა აღინიშნოს, რომ გიორგიმ მატჩში 45 გადაცემა გააკეთა, აქედან კი მხოლოდ 1 იყო არაზუსტი, პასების სიზუსტე 98%-ს გაუტოლდა. ქოჩორაშვილმა ყვითელი ბარათიც მიიღო, მაგრამ ამას მისი კარგი თამაში არ დაუკნინებია.
ესპანური გუნდის ფეხბურთელი თამაშის ხარისხის გაუმჯობესებას და ევროპის ჩემპიონატზე თავის წარმოჩენას აგრძელებს, სადაც მას ბევრი კლუბი აკვირდება. ის საქართველოს ნაკრების მწვრთნელის, ვილი სანიოლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე შეუცვლელად ათამაშა. - Diario As