footballinsider: "ლივერპული მამარდაშვილის გაშვებას არ აპირებს"
9 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ლივერპულთან დაახლოებული მედია საშუალება footballinsider247 გიორგი მამარდაშვილის შესახებ საუბრობს. სტატიაში ნათქვამია, რომ მიუხედავად ალისონისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებისა, ლივერპული გიორგი მამარდაშვილის გაშვებას არ განიხილავს.
"ალისონის მომავალთან დაკავშირებით არსებული გაურკვევლობის მიუხედავად, ლივერპული ამ ზაფხულს გიორგი მამარდაშვილის გაშვებას არ განიხილავს.
მამარდაშვილი ლივერპულში სადებიუტო სეზონში თავის პოზიციაზე მეორე არჩევანი გახლდათ.
ზაფხულის მოახლოებისას რამდენიმე წამყვანი ევროპული კლუბი მამარდაშვილს აკვირდება, მაგრამ გუნდი მის გაშვებას არ აპირებს.
გიორგი მამარდაშვილი ამ ზაფხულს ლივერპულში დარჩება: წყაროებმა Football Insider-ს განუცხადეს, რომ ლივერპულს არ სურს ალისონის დაკარგვა ამ ზაფხულს, იუვენტუსიდან მისი დაინტერესების მიუხედავად.
ალისონის კონტრაქტის ერთწლიანი გახანგრძლივება სრულად არ გამორიცხავს მის პოტენციურ წასვლას და ამიტომ მამარდაშვილი კლუბის დატოვებას არ აპირებს, რადგან შესაძლოა მომავალ სეზონში გაცილებით მეტი თამაში დაიწყოს სასტარტო შემადგენლობიდან", - წერს footballinsider247.
გიორგი მამარდაშვილს ამ სეზონში ლივერპულის შემადგენლობაში 13 მატჩში აქვს ნათამაშები და 3-ჯერ კარის უსაფრთხოება მშრალად შენახული.