"საქართველო ხარისხიანი გუნდია, ჯგუფიდან გასვლისთვის ბრძოლა დაგვჭირდება" - ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელი
6 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას და ეს არსებობის ისტორიაში დიდ ტურნირზე გამოსვლის პირველი გამოცდილება იქნება.
ევრო 2024-ის F ჯგუფში თურქეთისა და პორტუგალიის ნაკრებებთან ერთად, ჩვენი მეტოქე, ჩეხეთის ეროვნული გუნდი იქნება, რომლის მთავარმა მწვრთნელმა, ივან ჰაშეკმაც მოახლოებული შეხვედრის წინ ისაუბრა.
"პორტუგალიის ნაკრები ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია, თურქეთი აღზევების გზაზეა, რაც შეეხება საქართველოს, მათ საბერძნეთთან გამარჯვება მოახერხეს, ასე რომ ეჭვგარეშეა, ხარისხიანი გუნდი ჰყავთ. ჩვენი მთავარი მიზანი, ჯგუფური ეტაპიდან გასვლა იქნება და ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ", - თქვა გამოცდილმა ჩეხმა სპეციალისტმა.
საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების მატჩი 26 ივნისს, გელზენკირხენში, "აუფშალკე არენაზე" გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.