Belive

საქართველოს წყალბურთის ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

წყალბურთის ევროპის ჩემპიონატს ხორვატიის ქალაქი – სპლიტი მასპინძლობს, სადაც ევროპის 16 საუკეთესო ნაკრები იღებს მონაწილეობას. საქართველოს ნაკრებმა ერთი გამარჯვებით შეძლო და ჯგუფური ეტაპი დასძლია. 1/8-ფინალში ჩვენი გუნდი ნიდერლანდებს დაუპირისპირდა და მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა, რის შედეგადაც რვა საუკეთესო ნაკრებს შორის მოვხვდით. მეოთხედფინალურ ეტაპზე საქართველომ ისეთ ქვეყნებთან ერთად იასპარეზა, როგორებიც უნგრეთი, მონტენეგრო, იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, საბერძნეთი და ხორვატია არიან.

1/4 ფინალში ჩვენი მეტოქეები ხორვატები იყვნენ. მოწინააღმდეგემ დიდი ანგარიშით 15:5 დაგვამარცხა. შეგახსენებთ, რომ ხორვატია ტურნირის მასპინძელია და ისინი ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტებად ითვლებიან.

დღეს საქართველოს ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდა და 5:7 დამარცხდა. ამ შეხვედრის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, საქართველოს მეხუთე ადგილისთვის ბრძოლის შანსი ეძლეოდა. შემდეგ მატჩს ჩვენი წყალბურთელები 10 სექტემბერს მონტენეგროს წინააღმდეგ, მე-7 ადგილისთვის ითამაშებენ. შეგახსენებთ, რომ წინა ევროპის ჩემპიონატზე სქართველომ მე-10 ადგილი დაიკავა.