Belive

ბეთლაივი წყალბურთის კლუბ დინამო თბილისის გენერალური სპონსორი გახდა

7 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

ბეთლაივისა და ქართული სპორტის მჭიდრო თანამშრომლობა გრძელდება. ამჯერად, კომპანია წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ გენერალური სპონსორი გახდა. შეთანხმება წყალბურთის პოპულარიზაციას, კლუბისთვის საჭირო ყველა რესურსით უზრუნველყოფას, აქტიურ მედია მხარდაჭერასა და, ზოგადად, ქართულ სპორტთან თანადგომას ითვალისწინებს.

 

„დინამო თბილისი“ ქართული წყალბურთის ისტორიაში ყველაზე წარმატებული კლუბია. მიმდინარე სეზონში, „დინამოელები“ წყალბურთის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე, ჩემპიონთა ლიგაზე, ზედიზედ მეხუთედ ითამაშებენ და ევროპის უძლიერეს გუნდებს დაუპირისპირდებიან.

 

საქართველოს ჩემპიონი B ჯგუფში იასპარეზებს, მისი მეტოქეები კი „პრო რეკო“ (იტალია), „ოლიმპიაკოსი“ (საბერძნეთი) და „იუგ დუბროვნიკი“ (ხორვატია) იქნებიან.

 

„დინამო თბილისთან“ შეთანხმება არის მორიგი დასტური იმისა, რომ ქართული სპორტის ფინანსური და მედია მხარდაჭერა „ბეთლაივის“ სტრატეგიის საკვანძო ნაწილია. კომპანია რაგბის კავშირთან, ძიუდოსა და ჩოგბურთის ფედერაციებთან, betlive მასტერ ლიგასთან, betlive კალათბურთის სამოყვარულო ლიგასთან, ასევე ამბასადორებთან – დავით ნინიაშვილთან, სანდრო მამუკელაშვილთან და ამირან გოგოლაძესთან თანამშრომლობს. ამ სიას კი, ამჯერად, ქართული წყალბურთის ფლაგმანიც შეუერთდა.

 

აქვე გეტყვით, რომ 2023/24 წლების სეზონში, "დინამო თბილისი" პირველ შეხვედრას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით 26 სექტემბერს ჩაატარებს. თბილისური კლუბი ტურნირის ზედიზედ 3-გზის ჩემპიონს, იტალიურ "პრო რეკოს", გასვლით მატჩში დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები