WPC დინამო თბილისი ქვეჯგუფის ლიდერს უმაპინძლებს
1 კვირის წინ
სხვა
1 წთ
წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის მატჩში, "დინამო თბილისი" ქვეჯგუფის ლიდერს დაუპირისპირდება. "დინამო თბილისისა" და "ფერენცვაროშის" შეხვედრა, 13 ნოემბერს, თბილისში გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ ქართულ კლუბს რთული გამოცდის ჩაბარება მოუწევს, რადგან "ფერენცვაროში" B-ჯგუფის უპირობო ლიდერია - განვლილ 3 ტურში, უნგრულმა კლუბმა 3 გამარჯვება მოიპოვა და ქვეჯგუფს 9 ქულით ლიდერობს. ურთიერთშეხვედრების სტატისტიკაც სტუმრების სასარგებლოდ მეტყველებს - ორ კლუბს შორის წარსულში გამართული 6 მატჩიდან, ექვსივე "ფერენცვაროშმა" მოიგო.
"ფერენცვაროშთან" მატჩის შემდეგ, "დინამო თბილისი" ხორვატიაში გაემგზავრება, სადაც "იადრანს" დაუპირისპირდება. ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს კი თბილისური კლუბი სერბული "რადნიჩკის" წინააღმდეგ გამართავს.