Belive

საქართველოს წყალბურთის ნაკრები იტალიის წინააღმდეგ დამარცხდა

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ევროპის ჩემპიონატს წყალბურთში ხორვატიის ქალაქი სპლიტი მასპინძლობს, სადაც 16 ნაკრები იღებს მონაწილეობას. საქართველო A ჯგუფში მონტენეგროსთან, იტალიასთან და სლოვაკეთთან ერთად მოხვდა.

ჩვენმა ნაკრებმა პირველი შეხვედრა ორი დღის წინ, მონტენეგროს წინააღმდეგ გამართა და 11:14 დამარცხდა.

დღეს საქართველო იტალიას დაუპირისპირდა, სადაც ჩვენი მეტოქეები უპირობო ფავორიტებად ითვლებოდნენ. მათ თავიანთი სტატუსი გაამართლეს. აპენინელებს ჩვენი დამარცხება არ გასჭირვებიათ და 18:8 მოგვიგეს. აღსანიშნავია, რომ იტალიის ნაკრები, ბევრის აზრით, ევროპის ჩემიონობის მთავარი ფავორიტია.

შემდეგი შეხვედრა საქართველოს ნაკრებს 2 სექტემბრეს სლოვაკეთის წინააღმდეგ ელის. იმისათვის, რომ ჯგუფური ეტაპი დავძლიოთ ამ შეხვედრის მოგება აუცილებელია. აღნიშნული შეხვედრა თბილისის დროით 12:30 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები