ELIGA AWARDS 2024: ეროვნულ ლიგაში სეზონის საუკეთესოები დასახელდნენ
საქართველოს ეროვნული ლიგისა და ქალთა ლიგის 2024 წლის სეზონის შემაჯამებელი ღონისძიება 10 დეკემბერს გაიმართა.
ღონისძიებაზე სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესოები გამოვლინდნენ და მათ შესაბამისი ჯილდო გადაეცათ.
2024 წლის სეზონის გამორჩეული მოთამაშეები საქართველოს ქალთა და მამაკაცთა ჩემპიონატების უძლიერეს ლიგებში შემდეგ ნომინაციებში დაჯილდოვდნენ:
ეროვნული ლიგის 2024 წლის სეზონის ბომბარდირი: ბიორნ იონსენი
ეროვნული ლიგის 2024 წლის სეზონის გოლი: თორნიკე მორჩილაძე;
ეროვნული ლიგის 2024 წლის სეზონის მეკარე: დავით კერესელიძე;
ეროვნული ლიგის 2024 წლის სეზონის მცველი: გიორგი ჯგერენაია;
ეროვნული ლიგის 2024 წლის სეზონის ნახევარმცველი: ოთარ მამაგეიშვილი;
ეროვნული ლიგის 2024 წლის სეზონის თავდამსხმელი: ბიორნ იონსენი;
ეროვნული ლიგის 2024 წლის სეზონის მწვრთნელი: ლევან კორღალიძე;
ეროვნული ლიგის 2024 წლის სეზონის ფეხბურთელი: გიორგი კოხრეიძე;
ქალთა ლიგა:
ქალთა ლიგის 2024 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი: ანანო წიქარიძე;
ქალთა ლიგის 2024 წლის სეზონის საუკეთესო მწვრთნელი: გიორგი ჩხაიძე;
ქალთა ლიგის 2024 წლის სეზონის ბომბარდირი: ნინო ბუხრიკიძე;
საქართველოს ეროვნული ლიგის 2024 წლის სეზონის ჩემპიონი "იბერია 1999" გახდა, ვიცე-ჩემპიონობა ქუთაისის "ტორპედოს" ერგო, მესამე ადგილზე კი გორის "დილა" გავიდა.