"ქოჩორაშვილი გუნდთან ერთად ვარჯიშს განაახლებს" - ესპანური მედია ქართველის დაბრუნებას ხიხონთან მატჩში ელის
საქართველოს ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი ტრავმის შემდეგ მოედანს, დიდი ალბათობით ხიხონის "სპორტინგთან", ლა ლიგა 2-ის შემდეგ ტურში უნდა დაუბრუნდეს.
"ლევანტეს" ქართველმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა ტერფის ტრავმის გამო რამდენიმე მატჩის გამოტოვების შემდეგ, გუნდთან ერთად სპორტულ დარბაზში ვარჯიში განაახლა, მალე კი უკვე მას მოედანზე უნდა ველოდოთ. გუნდს ქართველთან ერთად, ანხელ ალგობიაც უნდა დაუბრუნდეს, რომელმაც "გრანადასთან" მატჩში გატანილი გოლის დროს ქართველს გადამწყვეტი პასი გაუკეთა.
უდიდესი ალბათობით, 25 წლის ქართველი ფეხბურთელი მოედანზე ხიხონის "სპორტინგთან" შეხვედრაში დაბრუნდება.
"ლევანტეს" ლა ლიგა 2-ში მეშვიდე პოზიცია უკავია და ლა ლიგაში დასაბრუნებლად იბრძვის.
გიორგი ქოჩორაშვილს "ლევანტეს" შემადგენლობაში ამ სეზონში ლა ლიგა 2-ის 20 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი და 3 საგოლე პასი გაკეთებული, საქართველოს ნაკრებში კი ერთა ლიგაზე 5 შეხვედრაში 2 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის გაკეთება შეძლო. ქართველი ფეხბურთელის დამატებით ლისაბონის "სპორტინგი" და "მიდტიულანდი" ინტერესდებიან.