Belive

გიორგი ქოჩორაშვილის სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა

5 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველის, გიორგი ქოჩორაშვილის სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა.

Transfermarkt-ის მონაცემებით, ქართველი ფეხბურთელის ღირებულება 4-დან 5 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

ამ სატრანსფერო ფასის მიხედვით, გიორგი ქოჩორაშვილი საქართველოში მეშვიდე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. მასზე წინ ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მამარდაშვილი, გიორგი მიქაუტაძე, ზურიკო დავითაშვილი, საბა გოგლიჩიძე და ოთარ კიტეიშვილი არიან.

გიორგი ქოჩორაშვილს 2024/25 წლების სეზონში ლევანტეს შემადგენლობაში ლა ლიგა 2-ში 35 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული, 6 გოლი გატანილი და 4 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები