Belive

ვილი სანიოლი: "ვიცით საიდან მოვიდვართ და გვინდა, რომ გაისად ჩრდილოეთ ამერიკაში ვითამაშოთ"

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეოთხე ტურში, საქართველოს ნაკრები თურქეთს სტუმრად შეხვდება. პრინციპულ მეტოქესთან მნიშვნელოვანი მატჩის წინ, იზმითში, ქოჯაელისპორის სტადიონზე, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი პრესკონფერენციას მართავს და მოახლოებული შეხვედრის შესახებ საუბრობს.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია. ჩვენს ჯგუფს ჰყავს მონსტრი, ესპანეთის ნაკრები, რომელიც მსოფლიოში ამ მომენტისთვის საუკეთესო ნაკრებია.

საქართველოსა და თურქეთის ნაკრებებს შორის გამართული საწყისი მატჩი ისეთი არ გამოვიდა, როგორც გვსურდა, მაგრამ ამ თამაშში ჩემი ფეხბურთელებისგან შესაბამის დამოკიდებულებას ველოდები.

რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, თუ საიდან მოვდივართ. როგორ განვითარდა საქართველოს ნაკრები გასული წლების განმავლობაში, ახლა კი გვაქვს მიზანი, რომ შემდეგ წელს ჩრდილოეთ ამერიკაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ვითამაშოთ, რისთვისაც ამ მატჩში წარმატება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. 

ამ მატჩში გამარჯვება? ყველაფერი ყოველთვის სადებიუტოდ ხდება, მათ შორის ჩვენი გამოსვლა შარშანდელ ევროპის ჩემპიონატზე. ვფიქრობ, ასეთი მომენტები უხდება ფეხბურთს", - ამბობს ვილი სანიოლი.

საქართვლოს ნაკრები თურქეთს 14 ოქტომბერს შეხვდება. მატჩის დაწყება თბილისის დროით 22:45 საათზეა დაგეგმილი.

სხვა სტატიები