სან ანტონიომ ნიუ ორლეანს პელიკანსი დაამარცხა | სანდროს კარგი მატჩი ჰქონდა
2 კვირის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში "სან ანტონიო სპურსმა" "ნიუ ორლეანს პელიკანსი" 119:115 დაამარცხა.
სანდრო მამუკელაშვილმა 11:54 წუთი ითამაშა, რა დროშიც 10 ქულა (3-დან 2 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი), 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა.
ყველაზე მეტი 26 ქულა სი ჯეი მაკკალუმმა ჩააგდო, 22 ქულა ჰქონდა დევინ ვასელს.
"სან ანტონიო სპურსი" დასავლეთ კონფერენციაში 28 მოგებით და 38 მარცხით მე-12 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 18 მარტს, "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" წინააღმდეგ გამართავს.