Belive

სან ანტონიო მემფისთან დამარცხდა | სანდრომ 4 წუთი ითამაშა

2 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში "სან ანტონიო სპურსი" "მემფის გრიზლისთან" 112:140 დამარცხდა.

სანდრო მამუკელაშვილმა 3:40 წუთი ითამაშა, რა დროშიც 4 ქულა (2-დან 2 ორქულიანი) და 1 მოხსნა დააგროვა.

მატჩში 29 ქულით საუკეთესო იყო სანტი ალდამა, 22-22 ქულები დააგროვეს დესმონდ ბეინმა და ჯეილენ ველსმა, 21 ქულა "სპურსის" რიგებიდან ჩააგდო დევინ ვასელმა.

"სან ანტონიო სპურსი" 19 მოგებით და 21 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ქართველი კალათბურთელის გუნდი 20 იანვარს "მაიამი ჰიტის" წინააღმდეგ ჩაატარებს.