Belive

სამივე ქართველი საუკეთესოებში: ზურიკო, კვარა და მიქაუტაძე ლიგა 1-ის სეზონის გოლის ჯილდოსთვის იბრძვიან

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების შემტევები, ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი და გიორგი მიქაუტაძე ლიგა 1-ის 2024/25 წლების სეზონის საუკეთესო გოლის ჯილდოს მოსაგებად იბრძვიან.

პსჟ-ს, სენტ-ეტიენის და ლიონის შემადგენლობაში გატანილი გოლებით ლიგა 1-ში მოთამაშე სამივე ქართველი ტურნირის ოფიციალურმა გვერდმა გამოარჩია და საუკეთესო რვაში მოახვედრა.

ქართველი ფეხბურთელების მიერ გატანილი გოლებისთვის ხმის მიცემა მითითებულ ბმულზე გადასვლითაა შესაძლებელი.

ქართველი ფეხბურთელების სტატისტიკა ლიგა 1-ში 2024/25 წლების სეზონში ასეთია:

გიორგი მიქაუტაძე: 11 გოლი, 6 საგოლე პასი

ზურიკო დავითაშვილი: 9 გოლი, 8 საგოლე პასი

ხვიჩა კვარაცხელია: 4 გოლი, 3 საგოლე პასი

სხვა სტატიები