Belive

ჩვენი მეტოქე: ყველაფერი, რაც კაბო ვერდეს ნაკრების შესახებ უნდა ვიცოდეთ

6 თვის წინ ქართული სპორტი
7 წთ

საქართველოს ნაკრების მეტოქე 2025 წლის მეორე ამხანაგურ შეხვედრაში აფრიკული, კაბო ვერდე იქნება. 8 ივნისს, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გასამართი მატჩის წინ, ჩვენი მეტოქის ისტორია უკეთ გავიცნოთ.

დაარსება: 1978 წელს

კაბო ვერდეს ფეხბურთის ფედერაცია: დაარსდა 1982 წელს

ფიფას წევრი: 1986 წლიდან

აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის წევრი: 2000 წლიდან

პრეზიდენტი: ვიქტორ ოსორიო

ფიფას უახლესი რეიტინგი: 72 (2025 წლის 3 აპრილი)

უმაღლესი რეიტინგი: 27 (2014 წლის თებერვალი)

ყველაზე დაბალი შედეგი რეიტინგში: 182 (2000 წლის აპრილი)

საშინაო არენა: ესტადიო ნასიონალი და კაბო ვერდე (პრაია, კაბო ვერდე)

მთავარი მწვრთნელი: ბუბისტა

კაპიტანი: რაიან მენდესი

სტატისტიკა

პირველი მატჩი: კაბო ვერდე - გვინეა 0:1 (1978 წლის 19 აპრილი, გვინეა-ბისაუ)

ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება: კაბო ვერდე - სან ტომე და პრინსიპი 7:1 (2015 წლის 13 ივნისი, პრაია, კაბო ვერდე); ლიხტენშტეინი - კაბო ვერდე 0:6 (2022 წლის 25 მარტი, სან პედრო დელ პინატარი, ესპანეთი);

ყველაზე დიდი ანგარიშით წაგება: სენეგალი - კაბო ვერდე 5:1 (1981 წლის 12 თებერვალი, მალი); კაბო ვერდე - განა 0:4 (2005 წლის 8 ოქტომბერი, პრაია, კაბო ვერდე); გვინეა - კაბო ვერდე 4:0 (2007 წლის 9 სექტემბერი, კონაკრი, გვინეა); ბურკინა ფასო - კაბო ვერდე 4:0 (2017 წლის 14 ნოემბერი, ოუაგადუდუ, ბურკინა ფასო); ალჟირი - კაბო ვერდე 5:1 (2023 წლის 12 ოქტომბერი, კონსტანტინი, ალჟირი);

ყველაზე მეტი მატჩი ნაკრებში: რაიან მენდესი (84)

ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი: რაიან მენდესი (21)

შეიძლება იყოს 7 ადამიანი, (ამერიკული) ფეხბურთის მოთამაშე ადამიანები, ფეხბურთის თამაშში ჩართულები and ტექსტი გამოსახულება


ისტორია

კაბო ვერდე აფრიკის კონტინენტთან არსებული კუნძულია, რომელმაც პორტუგალიისგან დამოუკიდებლობა 1975 წელს მოიპოვა. საწყის ეტაპზე, ფეხბურთის ფედერაციის ფორმირებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანების ფონზე, გუნდი უმეტესად აფრიკულ ნაკრებებთან ამხანაგური შეხვედრებით შემოიფარგლებოდა, ხოლო მოგვიანებით, ოფიციალურ შეჯიბრებებში ჩაერთო.

მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოპოვება კაბო ვერდეს აქამდე არ გამოუვიდა. აფრიკის კონტინენტის ყველაზე დიდ ტურნირზე კაბო ფერდემ სადებიუტოდ 2013 წელს ითამაშა და მეოთხედფინალში გავიდა, რომელი შედეგიც გასული გათამაშების დროს, 2023 წელს გაიმეორა და საუკეთესო 8 ნაკრებს შორის მეორედ მოხვდა. აფრიკის ეროვნებათა თასზე კაბო ვერდეს ნაკრებმა ისტორიაში ოთხჯერ, 2013, 2015, 2021 და 2023 წელს ითამაშა.

პორტუგალიური გავლენიდან გამომდინარე, მრავლად არიან ფეხბურთელები, რომლებსაც სხვა ქვეყნის ნაკრებებში თამაში აირჩიეს, მაგრამ წარმოშობით კაბო ვერდედან არიან. მათ რიცხვში ელისეუ, ნანი, ოკეანო, მანუელ ფერნანდეში, როლანდო, ნელსონ მარკოსი, ჟორჟე ანდრადე, მიგელი და სილვესტრე ვარელა შედიან, რომლებმაც პორტუგალიის ნაკრებში თამაში აირჩიეს, ხოლო მიკაელ ტავარესი, ჟაკ და რიკარდო ფატი (სენეგალი), პატრიკ ვიეირა (საფრანგეთი), ჟელსონ ფერნანდესი (შვეიცარია), ჰენრიკ ლარსონი (შვედეთი), დავიდ მენდეს და სილვა, ლერინ დუარტე, ჟერსონ კაბრალი (ნიდერლანდები) და რუი (ეკვატორული გვინეა) სხვა ქვეყნების ნაკრებებში გადანაწილდნენ.

მნიშვნელოვანია, რომ კუნძულს მიღმა უფრო მეტი წარმოშობით კაბო-ვერდელი ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე თავად სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ამიტომ სანაკრებო შერჩევის დროსაც, ხშირად ემიგრანტები ჭარბობენ.

შეიძლება იყოს ფეხბურთი, ამერიკული ფეხბურთი and ტექსტი გამოსახულება


სტადიონი

კაბო ვერდეს ნაკრები საშინაო მატჩებს დედაქალაქ პრაიაში, ესტადიო დე ვარჟეაზე ატარებდა, 2014 წელს კი ახალი სტადიონი, ესტადიო ნასიონალ დე კაბო ვერდე ააშენეს, რომელიც 15 000 გულშემატკივარს იტევს.

Cabo Verde vai mudar nome do Estádio Nacional para Estádio Pelé |  MAISFUTEBOL


შემადგენლობა


ქვეყნის დემოგრაფიული ვითარებიდან, მიგრანტების ჭარბი რაოდენობიდან და აფრიკული ქვეყნებიდან ევროპულ გუნდებში ფეხბურთელების დამატების ტემპიდან გამომდინარე, კაბო ვერდეს ნაკრები უმეტესად ლეგიონერებით, განსაკუთრებით კი ევროპულ ქვეყნებში მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული.

ყველაზე მეტი ლეგიონერი კაბო ვერდეს ცხადია პორტუგალიის ჩემპიონატში ჰყავს, ასევე არიან, ლა ლიგის, ერედივიზიონის, ლიგა 1-ის, ინგლისის ჩემპიონშიფისა და გერმანიის მეორე ბუნდესლიგის წარმომადგენლები.

ყველაზე პრესტიჟული გუნდები, რომლებშიც კაბო ვერდეს ნაკრებში ამ მომენტში გამოძახებული ფეხბურთელები თამაშობენ, ლისაბონის სპორტინგი (დავიდ მორეირა), ლეგანესი (დუკი), ვერონა (დაილონ ლივრამენტო) და სხვებია.

შეიძლება იყოს 11 ადამიანი, ფეხბურთის თამაშში ჩართულები, (ამერიკული) ფეხბურთის მოთამაშე ადამიანები and ტექსტი გამოსახულება

მწვრთნელი

კაბო ვერდეს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბუბისტა, იგივე პედრო ლეიშაო ბრიტოა. 55 წლის სპეციალისტი ფეხბურთელი გახლდათ და ევროპის კონტინენტზე, ესპანურ ბადახოსსა და პორტუგალიურ ეშტორილში თამაშობდა. სამწვრთნელო კარიერაში ბუბისტა კაბო ვერდესა და ანგოლის ჩემპიონატებში მუშაობდა და ქვეყნის მთავარ საფეხბურთო გუნდში რამდენჯერმე, ასისტენტის რანგში მიიწვიეს, მთავარ მწვრთნელად კი უკვე ხუთ წელიწადზე მეტი დროა საქმიანობს. ბუბისტას მწვრთნელობით ჩატარებული 52 მატჩიდან კაბო ვერდეს ნაკრებმა 24 მატჩი მოიგო, 17 წააგო და 11-ში ფრედ ითამაშა. ბუბისტას ხელმძღვანელობით კაბო ვერდეს ნაკრებმა აფრიკის თასის მეოთხედფინალში ითამაშა.

Bubista On Bafana History, Downplays Favourites Tag - iDiski Times


ურთიერთშეხვედრები აფრიკულ ნაკრებებთან

საქართველო - ტუნისი, 1994 წლის 12 თებერვალი, 2:0, მიხეილ ყაველაშვილი, დიმიტრი კუდინოვი, ტაქაალის სტადიონი, ტაქაალი, მალტის ამხანაგური ტურნირი;

ნიგერია - საქართველო, 5:1, 1994 წლის 11 ივნისი, რევაზ არველაძე, ლიბერთი არენა, იბადანი, ნიგერია;

ტუნისი - საქართველო 1:1, 1998 წლის 2 მაისი, გიორგი ქინქლაძე, სუსა, ტუნისი, ამხანაგური მატჩი;

საქართველო - სამხრეთ აფრიკა, 4:1, 2002 წლის 27 მაისი, ლევან კობიაშვილი, გიორგი დემეტრაძე (დუბლი), რატი ალექსიძე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი, თბილისი, საქართველო;

კამერუნი - საქართველო 0:0, 2010 წლის 25 მაისი, აუფ დე გუგლ არენა, ლინცი, ავსტრია, ამხანაგური მატჩი;

საქართველო - ეგვიპტე 0:0, 2012 წლის 14 ნოემბერი,მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი, თბილისი, საქართველო, ამხანაგური მატჩი;

მაროკო - საქართველო 3:0, 2022 წლის 17 ნოემბერი, შარჯა არენა, შარჯას სტადიონი, არაბთა გაერთიანებული საამიროები;

სხვა სტატიები