Belive

სამგურალის კაპიტანი კარიერას მალტის ყველაზე ტიტულოვან გუნდში გააგრძელებს

21 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

წყალტუბოს "სამგურალის" კაპიტანი, თედო კიკაბიძე კარიერას მალტის ჩემპიონატში გააგრძელებს.

28 წლის ფლანგის მცველი "სლიემა ვანდერერს" შეუერთდება და გუნდთან კონტრაქტს 2025 წლის 30 ივნისამდე გააფორმებს.

მალტის ჩემპიონატში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, სერგო კუხიანიძე გადაბარგდა, რომელმაც გათამაშების ლიდერ "მარსხალოკთან" კონტრაქტი გააფორმა.

პრემიერ ლიგის საჩემპიონო ჯგუფში "სლიემა" მეხუთე ადგილს იკავებს, მალტური ფეხბურთის ისტორიაში კი ეს ყველაზე ტიტულოვანი გუნდია. "სლიემამ" ქვეყნის ჩემპიონატი 26-ჯერ, მალტის საფეხბურთო ასოციაციის თასი 22-ჯერ, სუპერ თასი კი 3-ჯერ მოიგო.

თედო კიკაბიძის საფეხბურთო კარიერა იტალიაში დაიწყო, სადაც "ოსტიამარესა" და "ანციოში" ითამაშა, საქართველოში კი "ზუგდიდსა" და წყალტუბოს "სამგურალში".

სხვა სტატიები