ფინანსური სარგებელი | რა თანხა გამოიმუშავა იბერია 1999-მა ევროპულ ტურნირებზე?
22-წლიანი პაუზის შემდეგ და ისტორიაში მეორედ, ქართული გუნდი ევროპული ტურნირის ლიგის ძირითად ეტაპზე ითამაშებს.
საქართველოს ეროვნული ლიგის გასული 2 სეზონის ჩემპიონმა, იბერია 1999-მა უეფას ევროპა ლიგის პლეიოფში გასვლა შეძლო და კონფერენს ლიგის ლიგის ფაზაში თამაში გაინაღდა.
ჩემპიონთა ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობა 175 000 ევრო
ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობა 175 000 ევრო
ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციოზე გამოვარდნის ბონუსი 350 000 ევრო
ევროპა ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობა 175 000 ევრო
ევროპა ლიგის პლეიოფში მონაწილეობა 175 000 ევრო
სულ ჯამი: 1 050 000 ევრო
იმ შემთხვევაში, თუ იბერია 1999 პოლონური ბიალისტოკის იაგელონიას ბარიერს დაძლევს და ევროპა ლიგის ლიგის ფაზაზე თამაშს გაინაღდებს, დამატებით 4.31 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო კონფერენს ლიგაზე 3.17-ს.
ტურნირის ძირითად ეტაპებზე:
ევროპა ლიგაზე: მოგება 450 000 ევრო, ფრე 150 000 ევრო;
კონფერენს ლიგაზე: მოგება 400 000 ევრო, ფრე 133 000 ევრო;
იბერია 1999 იაგელონიას საწყის მატჩში 20 აგვისტოს სტუმრად შეხვდება, მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.