ჩრდ.ირლანდიის მწვრთნელი: "ერთა ლიგის წინ გუნდში საოცარი ატმოსფერო სუფევს"
2 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, მაიკლ ო'ნილი საქართველოს ნაკრებთან უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის ახალი სეზონის გახსნითი ტურის მატჩში სათამაშოდ თბილისში ჩამოსვლის წინ კომენტარს აკეთებს.
"ყველა ფეხბურთელი შემოუერთდა გუნდს, ჯეიმი მაკდონელის გარდა, რომელმაც გასულ დღეებში ბარძაყის უკანა კუნთი დაიზიანა და კლუბში დარჩება.
რამდენიმე დღის განმავლობაში გვქონდა პოზიტიური შეხვედრები ფეხბურთელებთან. განვიხილეთ შეკრების ხანგრძლივობა და ის გამოწვევები, რომლებიც 16-დღიან პერიოდს ახლავს თან. ასევე ხაზი გავუსვით იმას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ ერთიან ჯგუფად შევკრიბოთ და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს დრო.
ფეხბურთელებმა გასულ დღეებში შესანიშნავად ივარჯიშეს, ხოლო ოთხშაბათიდან ინტენსივობა კიდევ უფრო გაიზრდება: გვაქვს კიდევ ერთი ვარჯიში, სანამ ხანგრძლივ მოგზაურობაში გავეშურებით.
გუნდი შესანიშნავ ფორმაშია. ეს არის თავისი შემადგენლობით ბრწყინვალე ახალგაზრდა ჯგუფი, რომელთანაც სიამოვნებაა მუშაობა. სუფევს ძალიან პოზიტიური ატმოსფერო და ყველას უხარია აქ ყოფნა", - მაიკლ ო'ნილი.
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიას 25 სექტემბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უნდა შეხვდეს. მატჩის დაწყება 20:00 საათზეა დაგეგმილი.