Belive

"სადილისას მითხრეს, რომ გუნდის წევრი აღარ ვარ" - საბა საზონოვი ტორინოზე ღიად საუბრობს

13 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ტორინოს საწვრთნელ ბაზაზე სტუმრობისას, გუნდის გულშემატკივრები საქართველოს ნაკრების ცენტრალურ მცველს, საბა საზონოვს შეხვდნენ. საუბრის დეტალებს იტალიური მედია ავრცელებს.

"აქ მე არავის ვჭირდები. მთავარი მწვრთნელი, მარკო ბარონი გამარჯობასაც კი აღარ მეუბნება. მე ტორინოსთვის ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ მათ არ ვუნდივარ.

ჩვენ იტალიის ჩემპიონატში ბონჯორნოსა და როდრიგესისგან შემდგარი საუკეთესო დაცვის ხაზი გვყავდა, მე სათადარიგო სკამზე ვიყავი, მაგრამ თამაში მაინც მიწევდა. ახლა, ჩვენ დაცვით ასპექტში ჩემპიონატში დასკვნით ადგილზე ვართ, მაგრამ მე მაინც არ ვთამაშობ.

თამაში უკვე შემიძლია და ტრავმა მოვიშუშე. სადილის დროს გუნდის სპორტული დირექტორი, ჯანლუკა პეტრაკი მოვიდა და მითხრა, რომ გუნდის წევრი აღარ ვარ", - ამბობს საბა საზონოვი.

24 წლის ქართველ მცველს ახალ სეზონში ტორინოს შემადგენლობაში არ უთამაშია. ტორინოს მაისურით მოედანზე საბა საზონოვი 2024 წლის 17 აგვისტოს, მილანთან მატჩის (2:2) შემდეგ აღარ გასულა.

სხვა სტატიები