ლიეტუვასა და საქართველოს ნაკრებების მატჩს ლატვიელი არბიტრი განსჯის
10 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრები 2026 წლის რიგით მეორე ამხანაგურ შეხვედრას ლიეტუვასთან სტუმრად გამართავს.
მატჩის მთავარი არბიტრი ასევე ბალტიისპირელი, ლატვიელი ვიტალის სპასიონიკოვსი იქნება. 39 წლის არბიტრს საქართველოს ნაკრებთან გადაკვეთა არასდროს ჰქონია, ლიეტუველების ერთ მატჩზე კი იმუშავა. 2022 წლის 19 ნოემბერს, ესტონეთთან (0:2) წაგებულ მატჩზე ვიტალის სპასიონიკოვსის გუნდი მუშაობდა.
საქართველოს ნაკრები ლიეტუვას 29 მარტს, სტუმრად უნდა შეხვდეს. მატჩი კაუნასში უნდა შედგეს და თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყოს.