საბა საზონოვი თურქეთში? - დედაქალაქური გრანდი 3 მილიონს იხდის
საქართველოს 21-წლამდელთა და ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, საბა საზონოვმა შესაძლოა კარიერა თურქეთის ჩემპიონატში, კერძოდ კი ამ ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გრანდში, "ბეშიქთაშში" გააგრძელოს.
როგორც ირკვევა თურქეთის 16-გზის ჩემპიონი ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ მოსკოვის "დინამოსთვის" 3 მილიონი ევროს შეთავაზებას აპირებს, თუმცა თავად ქართველი ფეხბურთელის ამოცანა ევროპის ტოპ 5 ლიგის წარმომადგენელ კლუბებში გადასვლაა.
ის, რაც ევროპის 2023 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მცველის მიზანია, ფრანგული ლიგა 1-ის გრანდ "ლიონსაც" სურს, თუმცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის 7-გზის ჩემპიონს ამ ტრანსფერის მოსაგვარებლად ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება სურს. ასევე, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ "ოლიმპიკისთვის" საზონოვისთვის ტრანსფერში 3-4 მილიონი ევროს გადახდა არასასურველია.
საბა საზონოვს, რომლის მიმართაც უეფას ევროპის 2023 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ ევროპული ფეხბურთის სკაუტების ინტერესი გაიზარდა, ამჟამად მსურველთა სიაში ისეთი კლუბები ჰყავს, როგორებიც იტალიის სერია A-ში მოთამაშე “ფროზინონე”, “უდინეზე”, “საუოლო”, “ლაციო” და ფრანგული ფეხბურთის გრანდი "ლიონია". ცოტა ხნით ადრე, გერმანიის მეორე ბუნდესლიგის წარმომადგენელი “ჰამბურგის” სახელიც აქტიურად ჟღერდა.
21 წლის ფეხბურთელს მოსკოვის “დინამოსთან” კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.