ირის ანტმანი: "მნიშვნელოვანია, რომ ეს გამოცდილება გამოვიყენოთ"
3 კვირის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ქალთა ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრას ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში ადგილობრივ ნაკრებთან გამართავს.
მატჩის წინ, საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ირის ანტმანი კომენტარს აკეთებს.
"ძალიან სასიხარულოა, რომ ამ ეტაპზე მოსვლა შევძელით. ამ დონის ნაკრებთან თამაში ჩვენთვის დიდი გამოცდილებაა.
პლეი-ოფამდე მოსასვლელად ბევრი ვიშრომეთ. მნიშვნელოვანია, რომ ეს გამოცდილება გამოვიყენოთ. მატჩისთვის ნულიდან ვემზადებით. პირველი მატჩის პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, რასაც ხვალ აუცილებლად გამოვიყენებთ და შეცდომებს გამოვასწორებთ, რათა უკეთესი შედეგი მივიღოთ.
დარწმუნებული ვარ, გოგონები მაქსიმუმს გააკეთებენ. მატჩისთვის ისინი მაქსიმალურად ემზადებიან", - ამბობს საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
საქართველოს ნაკრები ირლანდიას 29 ოქტომბერს შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება. საწყისი შეხვედრა ირლანდიელებმა (6:0) მოიგეს.