ლუის ენრიკე: "თავდაჯერებულები ვართ, გვინდა, ორივე მატჩი მოვიგოთ"
7 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე, უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, მიუნხენის ბაიერნთან მოახლოებული ორრაუნდიანი დუელის შესახებ საუბრობს.
"ჩვენ ტიტულებისკენ ვისწრაფვით! მოუთმენლად ველით ამ ორ მატჩს მიუნხენის ბაიერნის პირისპირ. გვინდა, რომ ბაიერნთან ორივე მატჩში გამარჯვების მოპოვება შევძლოთ.
ყველა მზადაა და მე ძალიან ბედნიერი ვარ. სასტარტო შემადგენლობაში საუკეთესო მოთამაშეები იქნებიან, მაგრამ ყველას ფორმაში ყოფნა დაგვჭირდება, რომ ბაიერნს ვაჯობოთ.
ჩვენ ყველა სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ. აქ ყოფნას ვიმსახურებთ, თავდაჯერებულები ვართ, მაგრამ ვიცით, რა რთულია ბაიერნის პირისპირ თამაში.
ჩვენ ნამდვილად კარგად უნდა დავიცვათ თავი. ეს შესანიშნავი მატჩია ორი გუნდის მონაწილეობით, რომლებიც ძალიან კარგ სეზონს ატარებენ", - ამბობს ლუის ენრიკე.
ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი ბაიერნთან საწყის მატჩს 28 აპრილს გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.