Belive

"სანაკრებო შეკრებისთვის ყოველთვის განსაკუთრებულად ვემზადებით" - გიორგი გულიაშვილი

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრები ფარერის კუნძულებთან და კაბო-ვერდესთან მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს.

შეკრების მეოთხე დღეს ჩვენმა გუნდმა დინამო არენაზე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ეროვნულ გუნდს აზერბაიჯანული ზირას თავდამსხმელი, დავით ვოლკოვი შეუერთდა. 

შეკრებისა და მოახლოებული მატჩების შესახებ ჩვენი გუნდის წევრებმა, გიორგი გულიაშვილმა და საბა ლობჟანიძემ ისაუბრეს:

თავს კარგად ვგრძნობ. სეზონის ბოლოა, მაგრამ სანაკრებო შეკრებისთვის ყოველთვის განსაკუთრებულად ვემზადებით. განწყობა ძალიან კარგია. ვემზადებით მოახლოებული თამაშებისთვის და ვეცდებით, რომ წარმატებულად დავასრულოთ ეს შეკრება.

ველოდებით, რომ როგორც ქუთაისში, ისე დინამო არენაზე ბევრი მაყურებელი იქნება. გვჭირდება მათი გულშემატკივრობა და ჩვენც ვეცდებით, რომ მოგებათა სერია გავაგრძელოთ. - გიორგი გულიაშვილი - ეროვნული ნაკრების წევრი
ჩემთვის ახლა შუა სეზონია და კარგ ფორმაში ვარ. გუნდში კარგი განწყობაა. მივესალმებით ახალწვეულების მოსვლას გუნდში. ეს ძალიან კარგია და ჩვენ, გამოცდილი ფეხბურთელები, რა თქმა უნდა, დავეხმარებით და ხელს შევუწყობთ, რომ თავისუფლად იგრძნონ თავი. - საბა ლობჟანიძე - ეროვნული ნაკრების წევრი

ივნისის სანაკრებო პაუზის ფარგლებში საქართველოს ნაკრები 5 ივნისს, დინამო არენაზე ფარერის კუნძულების ნაკრებს უმასპინძლებს. 8 ივნისს, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ჩვენი გუნდის მეტოქე კაბო-ვერდეს ეროვნული ნაკრები იქნება. ორივე მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

ეროვნული ნაკრები

სხვა სტატიები