Belive

საბა ლობჟანიძე MLS-ში სეზონის საუკეთესოობისთვის იბრძვის

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრებისა და "ატლანტა იუნაიტედის" შემტევი, საბა ლობჟანიძე MLS-ის 2024 წლის სეზონის რეგულარული გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელობისთვის იბრძვის.

წლის საუკეთესოთა შორის MLS-ის ოფიციალურმა გვერდმა ქართველი ფეხბურთელი შეიყვანა, მისთვის ხმის მიცემა კი გულშემატკივარს მითითებულ ბმულზე გადასვლით შეუძლია.

29 წლის ფეხბურთელი ნომინანტთა შორის ისეთი ფეხბურთელების გვერდით მოხვდა, როგორებიც ლიონელ მესი, ლუის სუარესი და სხვები არიან.

საბა ლობჟანიძეს 2024 წელს ჯორჯიას შტატის წარმომადგენელი გუნდის შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 32 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი და 5 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები