საბა გოგლიჩიძის ღირებულება 5 მილიონი ევრო გახდა!
საქართველოს ნაკრებისა და "ემპოლის" ცენტრალური მცველის, საბა გოგლიჩიძის სატრანსფერო ღირებულება 5 მილიონი ევრო გახდა.
იტალიის სერია A-ში მოთამაშე ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი Transfermarkt-ის მონაცემებით, აქამდე 300 000 ევროდ გახლდათ შეფასებული, ახლა კი, ბრწყინვალე სათამაშო ფორმაში ყოფნის შედეგად მისმა ღირებულებამ 5 მილიონი ევრო შეადგინა.
საბა გოგლიჩიძე "ემპოლიში" 2024 წლის იანვარში გადავიდა, მისი დებიუტი სერია A-ში კი ახალი სეზონის სტარტზე შედგა. მან უკვე 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლიდან სამშიც მისმა გუნდმა კარის მშრალად შენახვა შეძლო.
"ემპოლის" ახალ სეზონში სერია A-ში მშვენიერი სტარტი აქვს: 7 ტურის შემდეგ გუნდი მეათე ადგილზე იმყოფება და ევროზონას მხოლოდ ქულათა მინიმალური სხვაობით ჩამორჩება. შემდეგი მატჩი 20 წლის მცველს ქართულ დერბიში, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლისთან" ელოდება.