ქართველი მსაჯები გიორგი ყრუაშვილის ხელმძღვანელობით ევროპა ლიგის მატჩზე იმუშავებენ
1 კვირის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
უეფას ევროპა ლიგის პლეი-ინის ერთ-ერთ შეხვედრას ქართველ მსაჯთა გუნდი უხელმძღვანელებს.
უნგრულ "ფერენცვაროშსა" და ჩეხურ პლზენის "ვიქტორიას" შორის გასამართი ორმატჩიანი დუელის საწყისი შეხვედრის მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება, ლევან ვარამიშვილი და გიორგი ელიკაშვილი, ასისტენტების რანგში იმუშავებენ, ხოლო მეოთხე მსაჯი ალეკო აფციაური იქნება.
"ფერენცვაროშისა" და "ვიქტორიას" შეხვედრა 13 თებერვალს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, "გრუპამა სტადიონზე" გაიმართება და თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება.