საბა ლობჟანიძე MLS-ის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, საბა ლობჟანიძე MLS-ის 28-ე სათამაშო დღის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
ქართველი ფეხბურთელი, რომელსაც "კოლუმბუს ქრიუსთან" მოგებულ მატჩში (2:1) კუთხურის ჩაწოდების შემდეგ ორჯერ საგოლე პასი ჰქონდა (ზურიკო დავითაშვილის ყოფილმა თანაგუნდელმა, შტიან გრეგერსენმა ორივე ჩაწოდების დროს ბურთი თავით მეტოქის კარში გაგზავნა), სიმბოლური გუნდის სათადარიგო შემადგენლობაში მოხვდა. "ატლანტა იუნაიტედის" შემადგენლობიდან მხოლოდ 29 წლის ქართველი და ნორვეგიელი ფეხბურთელები მოხვდნენ.
საბა ლობჟანიძეს "კოლუმბუსთან" შესრულებული 2 საგოლე პასის გარდა მიმდინარე ჩემპიონატში კიდევ 4 აქვს, რასთან ერთადაც 6 გოლი გაიტანა და თავისი გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო ბომბარდირია. მისი გუნდი 25 ჩატარებული მატჩის შემდეგ მეცხრე პოზიციაზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი დასავლეთის ზონის ლიდერ "ლოს ანჯელეს გალაქსისთან" 25 ივლისს გამართავს.