Belive

ფაბრიციო რომანო: "შეთანხმება მიღწეულია: მამარდაშვილი ლივერპულის ფეხბურთელი გახდება"

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

პოპულარული საფეხბურთო იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, გიორგი მამარდაშვილის "ლივერპულში" ტრანსფერი უახლოეს ხანებში ოფიციალური გახდება.

"ლივერპულმა" 2025 წლიდან გიორგი მამარდაშვილის დამატებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია.

ქართველი მეკარე 26 აგვისტოს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და "ლივერპულთან" კონტრაქტს ხელს მოაწერს,. უშუალოდ გუნდს ის 2025/26 წლების სეზონიდან შეუერთდება.

ხელშეკრულება, რომელშიც ლივერპული 35 მილიონ ევროს იხდის, 24 საათში გაფორმდება. ამას ემატება გაყიდვის პუნქტი, რომელიც კონტრაქტში იქნება გათვალისწინებული.

ამ სეზონში ქართველი მეკარე "ვალენსიაში" დარჩება. ალისონი "ლივერპულის" მეკარე კიდევ სულ მცირე ამ სეზონში იქნება", - წერს ფაბრიციო რომანო.

გიორგი მამარდაშვილმა 2024/25 წლების სეზონი "ვალენსიას" შემადგენლობაში უკვე დაიწყო, მისმა გუნდმა საწყისი ორივე ტურის მატჩი წააგო, თავად კი ვიგოს "სელტას" ლეგენდის, იაგო ასპასის დარტყმული პენალტი მოიგერია.

სხვა სტატიები