Belive

საბა ლობჟანიძე MLS-ის გარემარბებს შორის ერთ-ერთი საუკეთესოა

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

"ატალანტა იუნაიტედის" ოფიციალური ვებგვერდი საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის, საბა ლობჟანიძის კარგ სათამაშო ფორმას განიხილავს და სტატისტიკურ მონაცემებს იშველიებს, რომლითაც ის გამორჩეულთა შორისა.

"საბა ლობჟანიძემ წარმატებული ევროპის ჩემპიონატიდან გუნდში დაბრუნების შემდეგ მშვენიერი სათამაშო ფორმა აკრიფა და "კოლუმბუს ქრიუსთან" სტიან გრეგერსენს (2:1) ორი საგოლე პასი გაუკეთა.

მას სადებიუტო და ბრწყინვალე ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, დასვენების საშუალება ჰქონდა, მაგრამ გუნდში დაბრუნება აირჩია და შესანიშნავად თამაშობს. "საბა ლობჟანიძე ძალიან თანმიმდევრულია. გუნდში დაბრუნების შემდეგ ისეთს განსხვავებულს ვერაფერს ვერ ვხედავ, რაც აქამდე არ გაუკეთებია, უბრალოდ კიდევ უფრო მეტად აღფრთოვანებული დაგვიბრუნდა", - ამბობს მთავარი მწვრთნელი რობ ვალენტინო.

ნორვეგიელი ცენტრალური მცველისთვის გაკეთებული 2 საგოლე პასის შემდეგ საბა გუნდის ისტორიაში მეექვსე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც საწყის 30 მატჩში სულ მცირე 20 გოლში მიიღო მონაწილეობა.

"ასეთი კარგი შედეგიანობა დიდ შრომას მოითხოვს და ის გუნდისთვის ძალიან ბევრ რამეს იღებს", - აგრძელებს რობ ვალენტინო.

MLS-ის გარემარბებს შორის საბა ერთ-ერთი საუკეთესოა. მას თავის პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელების 96%-თან შედარებით მეტოქის საჯარიმოში ბურთთან ყველაზე მეტი შეხება აქვს. ეს ნიშნავს რომ ის შეტევის გამამწვავებელ ფაზაში ერთ-ერთი გამორჩეულია. "მერსედეს-ბენც არენაზე" "ატლანტა იუნაიტედის" მეცხრე ნომერს განსაკუთრებული ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ", - წერს ჯორჯიის შტატის წარმომადგენელი გუნდის ოფიციალური ვებგვერდი.

MLS-ის 53 გარემარბს შორის სხვადასხვა კომპონენტში საბა ლობჟანიძის სტატისტიკა:

საშუალოდ ერთ მატჩში დაფარული მანძილი:7

მაღალ სიჩქარეზე დაფარული მანძილი: 2

საშუალოდ ერთ მატჩში გარბენის რაოდენობა: 4

საშუალოდ ერთ მატჩში გარბენების დროს დაფარული მანძილი: 3

სხვა სტატიები