ჯოვინო ფლამარიონი ტაშკენტის ფახთაქორში ითამაშებს
4 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ლეგიონერი, ჯოვინო ფლაამრიონი, კარიერას უზბეკეთის ყველაზე ტიტულოვან გუნდში გააგრძელებს.
ბრაზილიელი ფეხბურთელი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, "დინამო ბათუმიდან" 2024 წლის დასაწყისში "ვალენსიენში" გადავიდა, ახლა კი უზბეკეთის 16-გზის ჩემპიონში ითამაშებს.
ჯოვინო ფლამარიონი "დინამო ბათუმთან" ერთად ორჯერ საქართველოს ჩემპიონი და საუკეთესო ბომბარდირი გახდა და 195 შეხვედრაში 89 გოლის გატანა და 24 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.