Belive

ანდრეი დემჩენკო: "ეს ისტორიული მატჩია და სულ სხვა იბერიას ვიხილავთ"

20 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში, ლარნესთან შეხვედრის წინ, იბერია 1999-ის მთავარი მწვრთნელი, ანდრეი დემჩენკო საუბრობს.

"გეთანხმებით, რომ საწყის მატჩში იმ თამაშის ჩვენება ვერ შევძელით, რომელსაც ველოდით და ამაში გარემოპირობებმა ხელი შეგვიშალა (დაგვიანებული ფრენა და ხელოვნურსაფარიანი მოედანი), მაგრამ ეს არავის აინტერესებს. მთავარია შედეგი და ჩვენ შევეცდებით, რომ ხვალ ის შედეგი დავაფიქსიროთ, რომელიც ყველას გვსურს.

გეთანხმებით, რომ საწყის მატჩში იმ თამაშის ჩვენება ვერ შევძელით, რომელსაც ველოდით და ამაში გარემოპირობებმა ხელი შეგვიშალა (დაგვიანებული ფრენა და ხელოვნურსაფარიანი მოედანი), მაგრამ ეს არავის აინტერესებს. მთავარია შედეგი და ჩვენ შევეცდებით, რომ ხვალ ის შედეგი დავაფიქსიროთ, რომელიც ყველას გვსურს.

რა თქმა უნდა, ჩვენ ამ მატჩის ისტორიულ მნიშვნელობას ძალიან კარგად ვაცნობიერებთ. ვიცით, რომ საწყისი შეხვედრა არ გამოდგა ისეთი, როგორიც ყველას გვსურდა.

გპირდებით, რომ ხვალ სულ სხვა გუნდს ვიხილავთ, გამოვასწორებთ დაშვებულ შეცდომებს", - ამბობს ანდრეი დემჩენკო.

იბერია 1999 ლარნის 11 აგვისტოს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში კონფერენს ლიგის ლიგის ფაზაში თამაშს გაინაღდებს, გამოსვლას კი ევროპა ლიგის პლეიოფში გააგრძელებს. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე უნდა დაიწყოს.

სხვა სტატიები