Belive

ლუის ენრიკე კვარაცხელიას ტრანსფერზე: "პასუხს თავად იპოვნით"

3 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

"პსჟ-ს" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ლიგა 1-ის მე-18 ტურში, "ლანსთან" მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

უახლესი ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი პარიზში ჩაფრინდა და სამედიცინო შემოწმებას გადის, რის შემდეგაც, გუნდი 23 წლის ქართველ ვარსკვლავს ოფიციალურად წარადგენს.



გაოფიციალურებამდე, ლუის ენრიკემ ჟურნალისტის შეკითხვას ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით ასეთი პასუხი გასცა: "არაფერი მაქვს სათქმელი, პასუხს თავად იპოვნით, იმას, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ";

უდიდესი ალბათობით, "პსჟ" ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერს 17 იანვრის საღამოს ოფიციალურად დაადასტურებს.

სხვა სტატიები