საბა გოგლიჩიძე: "ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი ქვეყანა და ქართული დროშა ვასახელო"
3 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი, საბა გოგლიჩიძე ემპოლიდან უდინეზეში გადასვლის შემდეგ საუბრობს.
"მოგესალმებით, ბედნიერი ვარ აქ ყოფნით და ჩემი ახალი გუნდით. უდინეზეს ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელი ვარ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ვასახელო ჩემი ქვეყანა და ქართული დროშა", - ამბობს საბა გოგლიჩიძე.
საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი 2024 წლის იანვარში ქუთაისის ტორპედოდან სერია A-ს წარმომადგენლ ემპოლიში გადაბარგდა, რომელშიც 36-ჯერ ითამაშა და 1 საგოლე პასის გაკეთებაც მოახერხა. ახალ გუნდთან საბა გოგლიჩიძემ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, მისი ტრანსფერი კი უდინელებს 4 მილიონი ევრო დაუჯდათ.