Belive

დინამო თბილისის და გორის დილას სავარაუდო მეტოქეები კონფერენს ლიგაზე ცნობილია

1 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, ქართული გუნდების პოტენციური მეტოქეები ცნობილია.

იმ შემთხვევაში, თუ დინამო თბილისი და გორის დილა შესაბამისად, ლიეტუვური ჟალგირისისა და კვიპროსული ომონიას დაბრკოლებას დაძლევენ, მათ მესამე ეტაპზე შემდეგ მეტოქეებთან დაპირისპრიება მოუწევთ:

დინამო თბილისი: სპლიტის ჰაიდუკი (ხორვატია)/პაფოსი(კვიპროსი) წყვილში გამარჯვებული;

გორის დილა: უნივერსიტატეა კლუჟი (რუმინეთი)/ბრანი (ნორვეგია) წყვილში გამარჯვებული;

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის მატჩებს გორის დილა და დინამო თბილისი მასპინძლის სტატუსით 23 რიცხვში ჩაატარებენ.

სხვა სტატიები