Belive

საბა გოგლიჩიძე ევროპის ახალგაზრდა ფეხბურთელების სიმბოლურ გუნდში მოხვდა

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი, საბა გოგლიჩიძე ევროპის 21-წლამდელ ფეხბურთელთა შორის გასული ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

"ემპოლის" 20 წლის ფეხბურთელი გასული სათამაშო კვირის საუკეთესო თერთმეტეულში ისეთი ფეხბურთელების გვერდით მოხვდა, როგორებიც ჯუდ ბელინგემი, ლამინე იამალი, ნიკო პასი, ფლორიან ვირცი და სხვები არიან.

"ემპოლის" ქართველი ფეხბურთელი ზედიზედ 4 მატჩია, სერია A-ში ძირითად შემადგენლობაში თამაშობს და მიჯრით სამი შეხვედრაა მისი გუნდი კარის უსაფრთხოებას მშრალად ინახავს, მათ შორის გასულ ტურში, "ფიორენტინასთან".

"ემპოლი" ტურინის "იუვენტუსთან" ერთად იტალიის ჩემპიონატში ერთადერთი წაუგებელი გუნდია და 10 ქულით ევროზონაში იმყოფება.

საბა გოგლიჩიძე, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ზედიზედ მეორედ, უკრაინასა და ალბანეთთან გასამართი მატჩებისთვის გამოიძახა.

სხვა სტატიები