Belive

აურელიო დე ლაურენტისი: "რა უნდა გითხრათ კვარაცხელიას შესახებ?"

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

იტალიის სერია A-ს წარმომადგენელი გუნდების ხელმძღვანელები მილანში ასამბლეაზე იმყოფებიან. მათ შორის "ნაპოლის" პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისიც იმყოფება.

ნეაპოლელთა მმართველს ასამბლეაზე დასწრების დროს, ჟურნალისტებმა არაერთი შეკითხვა დაუსვეს, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური კი ხვიჩა კვარაცხელიას შეეხება. გუნდის ხელმძღვანელს ჰკითხეს, თუ რა სიახლეა ქართველი ვარსკვლავის საკითხთან დაკავშირებით, რაზეც აურელიო დე ლაურენტისმა უცნაურად უპასუხა.

ჟურნალისტი: "ბატონო აურელიო, გვითხარით რაიმე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ, რა სიახლეებია?"

აურელიო დე ლაურენტისი: "რა შემიძლია გითხრათ? რა სიახლე უნდა არსებობდეს?"

ცხადია, ჟურნალისტებს მხედველობაში საქართველოს ნაკრების 23 წლის ლიდერის კონტრაქტი და მისი განახლება აქვთ, რასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებიც უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

უახლესი ინფორმაციების მიხედვით, ნეაპოლელებმა კონკრეტული შეთავაზება ქართველის მხარეს უკვე წარუდგინეს. მათი ცნობით, გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული.

ქართველი ფეხბურთელი ახალ სეზონს ბრწყინვალედ იწყებს: 4 გოლითა და 2 საგოლე პასით ის გუნდის საუკეთესო ბომბარდირია, ხოლო იტალიის სერია A-ში ნეაპოლელები ლიდერობენ.

სხვა სტატიები