Belive

რუდი გარსია: "კვარაცხელიას თავისი რიტმის საპოვნელად მეტი თამაში სჭირდება"

7 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წლების სეზონი "ნაპოლიმ" ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში "ბრაგასთან" სტუმრად მოპოვებული გამარჯვებით - 2:1 დაიწყო.

მატჩის დასრულების შემდეგ, ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამ კომენტარი გააკეთა. ფრანგი სპეციალისტი საქართველოს ნაკრების და თავისი გუნდის ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას თემასაც შეეხო, რომელიც მან მოედნიდან ნაადრევად გაიყვანა.

"მას თავისი რიტმის საპოვნელად თამაში სჭირდება. მიუხედავად ასეთი სირთულის მატჩისა, მან შეძლო და მნიშვნელოვანი იყო შეტევის ხაზში და დი ლორენცოს გოლის ეპიზოდშიც მონაწილეობდა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ საჭირო დროს დაცვაშიც კარგად მოქმედებდა.

ჩემპიონთა ლიგის მატჩის მოგება სტუმრად ძალიან რთულია. ბედნიერები ვართ, რომ ორი გოლი გავიტანეთ. დაბალი და ძლიერი პასების გაკეთებაზე ვმუშაობთ. მეორე გოლის გატანის კარგი შანსი რამდენჯერმე გამოვიყენეთ, საბოლოო ჯამში კი ანგარიში გაგვითანაბრეს. საბედნიეროდ, გამარჯვების გოლი მალევე გავიტანეთ და შედეგით კმაყოფილები უნდა ვიყოთ", - თქვა რუდი გარსიამ.

"ნაპოლის" სერია A-ში 4 მატჩის შემდეგ 6 ქულა აქვს დაგროვებული და მეხუთე პოზიციას იკავებს, მომდევნო შეხვედრა კი 24 სექტემბერს, სტუმრად, "ბოლონიასთან" ელოდება.

სხვა სტატიები