Belive

ჩისკო მუნიოსი სლოვაკეთის ვიცე-ჩემპიონის მთავარი მწვრთნელი გახდა

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

"დინამო თბილისის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ჩისკო მუნიოსმა კარიერაში ახალი ნაბიჯი გადადგა და ამჯერად სლოვაკეთის ჩემპიონატში გააგრძელებს მუშაობას.

ახალგაზრდა ესპანელმა სპეციალისტმა ბრატისლავის "სლოვანისთვის" გასულ წლებში ყველაზე მეტი დისკომფორტის შემქმნელი გუნდი, "დუნაისკა სტრედა" ჩაიბარა. გუნდი, რომელთანაც ჯაბა კანკავასა და გურამ კაშიას და გუნდს ტიტულისთვის მთავარი ბრძოლა უწევს ხოლმე.

სლოვაკურმა გუნდმა და ჩისკომ კონტრაქტი 2023/24 წლების სეზონის დასრულებამდე გააფორმეს.

2018 წლის შემდეგ უნგრეთის საზღვარზე მდებარე გუნდმა ქვეყნის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი სამჯერ მოიპოვა, მიმდინარე სეზონში ევროპის კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე კი გორის "დილასთან" ორმატჩიან დუელში (2:1, 0:2) დამარცხდა.

მას შემდეგ, რაც "დინამო თბილისთან" ერთად საქართველოს ჩემპიონატი ორჯერ მოიგო, 43 წლის სპეციალისტმა ინგლისში "უოტფორდი" ჩაიბარა და ჩემპიონშიფიდან პრემიერ ლიგაში აიყვანა. მოგვიანებით, ჩისკო სამშობლოში, ლა ლიგა 2-ის წარმომადგენელ "უესკას" წვრთნიდა, ძალები "ანორთოსისშიც" მოსინჯა, გიორგი ლორიას და ავთო ებრალიძის გაწვრთნის შემდეგ კი ბრიტანეთში დაბრუნდა და "შეფილდ უედნსდეის" თავკაცობდა. ინგლისის ჩემპიონშიფის გუნდი ესპანელმა რამდენიმე კვირის წინ დატოვა.

სხვა სტატიები