რომაული დერბი ქართველი მცველისთვის: გოგლიჩიძისთვის ლაციო და რომა იბრძვიან
5 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის, საბა გოგლიჩიძის დამატებით იტალიის სერია A-ს წარმომადგენელი ორი გრანდი, ლაციო და რომა იბრძვიან.
დედაქალაქური გუნდების ინტერესების შესახებ რომაული მედია საშუალებები მათ შორის, thelaziali საუბრობს.
"მაურისიო სარის გადაწყვეტილი აქვს, რომ ახალი შემადგენლობა ძველი მეგობრების დახმარებით ააშენოს.
ლაციო ემპოლის ცენტრალური მცველის, საბა გოგლიჩიძის დამატებისთვის ბრძოლაში ჩაერთო. ქუთაისის ტორპედოს აღზრდილი ფეხბურთელი ასევე რომას, ფიორენტინას და პარმას ინტერესთა სფეროშია.
ემპოლის, რომელიც სერია B-ში გადაბარგდა, ქართველი ტალანტის შენარჩუნება გაუჭირდება, ამიტომ ისინი ფეხბურთელის სანაცვლოდ 8 მილიონი ევროს მიღებას ითხოვენ", - წერს thelaziali.
საბა გოგლიჩიძეს "ემპოლის" შემადგენლობაში 2024 წლის ზამთარში ტრანსფერის შემდეგ, 36 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და 1 საგოლე პასი გაკეთებული, მისი სატრანსფერო ღირებულება Tranasfermarkt-ის მონაცემების მიხედვით 8 მილიონ ევროს შეადგენს.