Belive

გიორგი ჯინჯოლავა: "გასახდელში ბევრი არ გვისაუბრია, გამოვედით და ჩვენი ხასიათი ვაჩვენეთ"

3 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

იბერია 1999-ის კაპიტანი, გიორგი ჯინჯოლავა, უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ლარნესთან გამარჯვებისა და კონფერენს ლიგის ლიგის ფაზის საგზურის განაღდების შემდეგ საუბრობს.

"სავსე ტრიბუნების წინაშე თამაშის გამოცდილება არ გვქონდა და როგორც ხედავთ ამან შედეგი გამოიღო. ისტორია დაწერილია, ხანგრძლივი ლოდინი დასრულებულია, მადლობას ვუხდით სტადიონზე მოსულ გულშემატკივარს.

საწყის მატჩში კრიტიკოსებისგან ცუდი შეფასებები მივიღეთ. არ ვიცი ახლა სად არიან ეს ადამიანები, ალბათ კლავიატურა გაუფუჭდათ... მხოლოდ ჩასაფრებულ ადამიანებს ვგულისხმობ, მათ კი ვინც დღეს ტრიბუნაზე მოვიდა, ის ნამდვილად ქართული ფეხბურთის ქომაგია და მინდა მადლობა ვუთხრა.

ჯანსაღი კრიტიკა მისაღებია, მაგრამ იმ ყველაფრის შემდეგ, რაც გავიარეთ, საწყის შეხვედრაში უგოლო ფრის თამაშის შემდეგ, როცა გუნდს საპასუხო შეხვედრა წინ აქვს, არ შეიძლება ასეთ დროს გუნდი გააკრიტიკო.

დღეს გასახდელში ბევრი საუბარი არ დაგვჭირდა, ყველამ კარგად ვიცოდით მატჩის მნიშვნელობა და დამატებითი საუბრის გარეშე, გამოვედით და ჩვენი ხასიათი ვაჩვენეთ", - ამბობს გიორგი ჯინჯოლავა.

​უეფას ევროპა ლიგის პლეიოფში საქართველოს მოქმედი ჩემპიონის მეტოქე პოლონურ იაგელონიასა და შოტლანდიურ გლაზგოს რეინჯერსს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

სხვა სტატიები