"როგორც იქნა, კვარაცხელიამ ლიგა 1-ში გაიტანა" - რას წერს Tribuna ქართველ ვარსკვლავზე
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-12 ტურის ცენტრალურ მატჩში, ლიონი პარი სენ-ჟერმენს დაუპირისპირდა და 2:3 დამარცხდა.
პარიზული გრანდის მხრიდან გატანილი ერთ-ერთი გოლის ავტორი ხვიჩა კვარაცხელია გახდა, ხოლო გამარჯვების გოლი ჟოაო ნევეშმა 95-ე წუთზე გაიტანა.
Tribuna.com ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს შემდეგი კომენტარით ეხმაურება: "როგორც იქნა, ხვიჩა კვარაცხელიამ ლიგა 1-ში გაიტანა. ქართველმა ფორვარდმა ისარგებლა მომენტით, როდესაც პარი სენ-ჟერმენის მაღალი პრესინგის შედეგად ლიონის ფეხბურთელები შეცდნენ და ბურთი დაკარგეს - კვარამ გაიტანა და პირველი ტაიმის ბოლოს სტუმრები დააწინაურა.
გატანილი გოლის მიუხედავად, ავტორიტეტული გამოცემა კვარას აკრიტიკებს და მის თამაშს 5 ქულით აფასებს.
ქართველმა გატანილი გოლის ეპიზოდში თავი გამოიჩინა და უღიმღამო თამაში გამოასწორა, მაგრამ კვარაცხელიას რიტმის შენარჩუნება გაუჭირდა და ვერც საკუთარი უნარების სრულად გამოვლენა შეძლო.
დესირე დუესა და უსმან დემბელეს არყოფნის პირობებში, კვარაცხელია შეტევის ერთ-ერთ ლიდერად უნდა მოგვევლინოს და ამისკენ ნაბიჯი უკვე გადადგა.
- Tribuna.
პარო სენ-ჟერმენი მე-13 ტურში ლე ავრს დაუპირისპირდება. შეხვედრა სანაკრებო პაუზის შემდეგ, 23 ნოემბერს, პარკ დე პრენსზე გაიმართება.