Belive

კვარაცხელია: "პსჟ-დან დარეკვის შემდეგ მივხვდი, რომ მსოფლიო დონის ვიყავი"

3 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

პსჟ-ს ქართველ შემტევთან, ხვიჩა კვარაცხელიასთან, ვრცელი ინტერვიუ პარიზულმა გამოცემამ, le parisien-მა ჩაწერა. კვარა მათ პსჟ-ში გადასვლის სიხარულსა და იმ შეგრძნებებს უზიარებს, რაც საფრანგეთის დედაქალაქში გადასვლის შემდეგ დაეუფლა.

მე მიყვარს პარიზი, მიყვარს ყველაფერი ამ ქალაქში. რაც უფრო მეტს ვფიქრობ ამაზე, მით უფრო ვაფასებ, თუ რამდენად დიდი პატივია აქ ცხოვრება: ეს საუკეთესო ქალაქია მეუღლესთან ერთად სასეირნოდ. პსჟ-ში გადასვლა ოცნების ახდენა იყო? რა თქმა უნდა, ეს ოცნება იყო! როცა აქედან დამირეკეს, სწორედ მაშინ მივხვდი, რომ მსოფლიო დონის ფეხბურთელი გავხდი.

როდესაც პსჟ-მ დამირეკა, ვფიქრობ, ჩემი ცოლი მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი იყო. ის ყოველთვის მეუბნებოდა: „წარმოიდგინე, რომ ერთ დღეს პსჟ-ში თამაშობ, წარმოუდგენელი იქნება იქ ცხოვრება...“ სხვა ვარიანტებიც მქონდა, სხვა შეთავაზებებიც, მაგრამ მწვრთნელისა და სპორტული დირექტორის მიერ პროექტის წარდგენის მანერამ შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. დღეს პარიზში საქართველოს სახელის წარმოჩენა უდიდესი პატივია.

როდესაც ჩემსავით პატარა ქვეყნიდან ხარ და მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს გუნდში თამაშობ, რა თქმა უნდა, ეს ოცნებაა! ნეაპოლში ჩამოსვლა ჩემთვის უკვე ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ძალიან ვამაყობდი, რომ ამას მივაღწიე, მაგრამ პსჟ-ს დაინტერესება უკვე ნიშნავდა, რომ მსოფლიო კლასის ფეხბურთელად მთვლიდნენ. - განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ

სხვა სტატიები