Belive

როდის და რა პირობებში ჩატარდება აიაქსი - ფეიენოორდის შეწყვეტილი მატჩი?

7 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ნიდერლანდების ერედივიზიონის მეექვსე ტურის მატჩი, რომელშიც ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი, ამსტერდამის "აიაქსი" მოქმედი ჩემპიონი როტერდამის "ფეიენოორდის" წინააღმდეგ 56-ე წუთზე - 0:3 მარცხდებოდა, დედაქალაქელი გულშემატკივრების გამო შეწყდა.

სტადიონზე მომხდარი არეულობა კლუბის ოფისთანაც გაგრძელდა, რასაც ხელმძღვანელების მიერ დაკავებული თანამდებობის დატოვება მოჰყვა - გუნდიდან სპორტული დირექტორი, სვენ მისლინტატი წავიდა.

მოგვიანებით, ნიდერლანდების სამეფო ფეხბურთის ასოციაციის გადაწყვეტილებით, გაირკვა, რომ შეხვედრა 27 სექტემბერს, თბილისის დროით 16:00 საათზე, 56-ე წუთიდან განახლდება, ანგარიში კი უცვლელი დარჩება. რაც შეეხება მაყურებელს, მატჩი დასწრების გარეშე განახლდება.

აღნიშნულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების და ამსტერდამული გრანდის თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა.

"აიაქსს" 4 მატჩის შემდეგ 5 ქულა აქვს მოგროვებული და მე-14 პოზიციას იკავებს, გასავარდნ ზონაში მყოფ "უტრეხტს" კი 2 ქულით უსწრებს.

სხვა სტატიები