Belive

რამაზ ზოიძემ პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა

7 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

თურქეთის ქალაქ სტამბულში პარიზის ოლიმპიური თამაშების დასკვნითი სალიცენზიო ტურნირი მიმდინარეობს, სადაც საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ასპარეზობს.

პირველ საშეჯიბრო დღეს დამაჯერებლად იასპარეზეს რამაზ ზოიძემ (67 კგ), იური ლომაძემ (77 კგ) და ლაშა გობაძემ (87კგ). სამივე სპორტსმენმა მეტოქეები დამაჯერებლად დაამარცხეს და ნახევარფინალში გავიდნენ.

ნახევარფინალში რამაზ ზოიძემ ჩინელი ლეი ლი მარტივად დაამარცხა და ფინალში გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოიძემ პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.

სხვა სტატიები