რამაზ ზოიძე და ლაშა გობაძე ოლიმპიურ თამაშებზე ხვალ იჭიდავებენ
3 თვის წინ
სხვა
1 წთ
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები რამაზ ზოიძე და ლაშა გობაძე 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ხვალ იჭიდავებენ.
67 კგ წონით კატეგორიის 1/8-ფინალში რამაზ ზოიძე ყირგიზ ამანტურ ისმაილოვს შეხვდება. წარმატების შემთხვევაში კი უკრაინელ ფავრიზ ნასინოვსა და სერბ მატე ნემესს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
87კგ წონით კატეგორიაში ლაშა გობაძე 1/8-ფინალში ალჟირელ ბაჩირ სიდ აზარას შეხვდება, მომდევნო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში კი მისი მეტოქე, ბულგარელი სემენ ნოვიკოვსა და დანიელ ტურპალ ბისულთანოვს შორის გამარჯვებული იქნება.
შეხვედრები ხვალ 13.00 საათიდან დაიწყება.