Belive

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები პარიზშია და ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადება

3 თვის წინ სხვა
1 წთ

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები პარიზშია და ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადება. გუნდი სრულ მზადყოფნაშია, ისინი აქტიურად აგრძელებენ ვარჯიშს პარიზის ოლიმპიურ სავარჯიშო არენაზე, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.

ჩვენი გუნდიდან ხვალ, 6 აგვისტოს ასპარეზობაში პირველი რობერტ კობლიაშვილი (97კგ.) ჩაერთვება

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ოლიმპიური ნაკრები გუნდი პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე სამ წონით კატეგორიაში არის წარმოდგენილი:

  • რამაზ ზოიძე (67კგ.)

  • ლაშა გობაძე (87კგ.)

  • რობერტ კობლიაშვილი (97 კგ.)

სხვა სტატიები