Belive

რამაზ სვანაძე: „ყველაზე მნიშვნელოვანი დროის სწორად გამოყენებაა“

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში ხორვატიასთან შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა.

"ტრადიციულად, ხორვატია ძალიან კარგი გუნდია, განსაკუთრებით მათი ახალგაზრდული სექტორი, ძალიან ბევრი ნიჭიერი მოთამაშით.

რა თქმა უნდა, რთული მატჩების მოლოდინი გვაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენ შანსებს მივიღებთ და ამ შანსების გამოყენებას ვეცდებით.

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს ერთი თვე მაქსიმალურად სწორად მოსამზადებლად გამოვიყენოთ.

რა თქმა უნდა, ჯობდა, რომ მეორე მატჩი საშინაო კედლებში ჩაგვეტარებინა, ვინაიდან ჩვენთვის ქომაგი ყოველთვის მე-12 მოთამაშე გახლავთ, რაც ევროპის ჩემპიონატზეც გამოჩნდა. ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, ფაქტია, რომ მეორე შეხვედრას სტუმრად ვატარებთ. ვფიქრობ, ყველაფერი მეორე მატჩში გადაწყდება და ჩვენც ორივე შეხვედრისთვის მაქსიმალურად კარგად უნდა მოვემზადოთ. მჯერა, რომ ტრიბუნები გაივსება. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ევროპის ჩემპიონატის კარი კიდევ ერთხელ შევაღოთ“, - ამბობს რამაზ სვანაძე.

ორმატჩიანი ორთაბრძოლის საწყისი შეხვედრა 15, ხოლო საპასუხო 19 ნოემბერს გაიმართება. მეორე მატჩის მასპინძელი ხორვატია იქნება.

რამაზ სვანაძის გაწვრთნილმა გუნდმა, შესარჩევი ეტაპის ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა, მხოლოდ ნიდერლანდებს ჩამორჩა და შვედეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, მოლდოვას და გიბრალტარს აჯობა.

სხვა სტატიები